Saturday, April 3, 2010

„ქართული შემოქმედების მარგალიტები







პროექტის სახელი: „ქართული ხალხური შემოქმედების მარგალიტები“
პროექტის მიზანი:მოსწავლეები მიეჩვიონ კვლევა–ძიებას, უკეთ გაიცნონ და შეიყვარონ ხალხური შემოქმედება.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ხალხური შემოქმედების შესახებ। ისწავლიან ლექსებს, სიმღერებს, თქმულებებს,ზღაპრებს, ხალხური რეწვის ნიმუშებს। ეცდებიან თავად, საკუთარი ხელით შექმნან ხელოვნების ნიმუშები। მაგ:მოქარგონ, მოქსოვონ ან შეკერონ। თავად შეასრულონ ხალხური სიმღერები, ცეკვები, ლექსები। მოსამზადებელი მუშაობის შემდეგ ბავშვები ღონისძიება–გაკვეთილზეწარმოადგენენ შესწავლილ მასალას। აღწერენ და შეადარებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის შემოქმედებას। ასევე სასურველია ბავშვებმა წარმოაჩინონ ქართველი ღვაწლმოსილი პიროვნებები, რომლებმაც გადაარჩინეს და პოპულარიზაცია გაუწიეს ქართულ ხალხურ შემოქმედებას
მონაწილეთა ასაკი :13–14წელი
კლასი:VIIIკლასი
პროექტის ხანგრძლივობა –ორი თვე।აპრილიდან მაისის ბოლომდე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება, ვიდეო–მასალის გამოყენება, სურათების გადაღება, საკლასო გაზეთის შექმნა, ექსკურსია ხელოვნებისა და ეთნოგრაფიულ მუზეუმებში.

სარგებელი სხვებისათვის: გააცნონ საზოგადოებას ქართული ადათ–წესები და ტრადიციები, რომელიც ემყარება ქართულ ქრისტიანულ კულტურას।

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებული მუსიკასთან; ხელოვნებასთან।

პროექტის ფასილიტატორი:ირმა ბერძნიშვილი– გორის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი।

ჩემი პორტფოლიო

ქართული ხალხური შემოქმედების მარგალიტები

No comments:

Post a Comment